დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 122 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016351 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №122
2012 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. №II-06 დანართით დამტკიცებული „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის’’:
ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) დეკლარაციის დანართი „ა“ – „საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) დეკლარაციის დანართი „ბ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „გ“ – „დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას“ თანდართული რედაქციით.
2. 38-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი;“;
ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) 25-ე უჯრაში – 22-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;
ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) 31-ე უჯრაში –28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;“;
ა.დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) 36-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;“;
ა.ე) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტები:
„ჩ) 42-ე უჯრაში - ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის;
ც) 43-ე უჯრაში - საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა;
ძ) 44-ე უჯრაში - პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 43-ე უჯრაში ასახული თანხა.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეკლარაციის დანართი „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) მე-3 სვეტში აისახება შემოსავლის მიმღებ პირთა (გარდა რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისა) დასახელება;
ბ) მე-4 სვეტში აისახება ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან ხელფასის არაფულადი ფორმით ანაზღაურებისას ანაზღაურების გაცემის თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო რიცხვი;
გ) მე-5 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთ-მოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
დ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა);
ე) მე-7 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა);
ვ) მე-8 სვეტში აისახება წყაროსთად დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;
ზ) მე-9 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 26-ე და 34-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამს.’’;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. დეკლარაციის დანართი „გ“–ში აისახება გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების ფაქტობრივად დადგენით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, ფიზიკურ პირ(ებ)ზე თანხის დაბრუნების თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
დ. გვინდაძე
ნაწილი III
განაცემის დასახელება |
| თანხა (ლარი) | |
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება. მათ შორის: | 16 |
| |
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) | 17 |
| |
რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი | 18 |
| |
გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტებისა) | 19 |
| |
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა) | 20 |
| |
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები | 21 |
| |
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის, | 22 |
| |
სსკ 134-ე მუხლის პირველი ნაწილის: | „ გ” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10%); | 23 |
|
| „ დ” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 4%); | 24 |
|
| „ ე” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10%). | 25 |
|
გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი (17,18,19,20,21,23,24,25 უჯრებში ასახული თანხების შესაბამისი საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) | 26 |
| |
საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების ჩათვლით) | 27 |
| |
საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით), მათ შორის: | 28 |
| |
ა)სსკ 134-ე მუხლის პირველი ნაწილის: | „ გ” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10%); | 29 |
|
| „ დ” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 4%); | 30 |
|
| „ ე” ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10%). | 31 |
|
ბ) გაცემული დივიდენდები (განაკვეთი 5 %) | 32 |
| |
გ) პროცენტები (განაკვეთი 5 %) | 33 |
| |
საწარომებისათვის (ორგანიზაციებისათვის) გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი (29,30,31,32,33 უჯრებში ასახული თანხების შესაბამისი საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) | 34 |
| |
ინფორმაციისათვის | |||
გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება | 35 |
| |
ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაცემულია მე–16 უჯრაში ასახული თანხა | 36 |
| |
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას | 37 |
| |
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის: | 38 |
| |
საკონტროლო–სალარო აპარატების საშუალებით | 39 |
| |
მაქსიმალური ხელფასი | 40 |
| |
მინიმალური ხელფასი | 41 |
| |
ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის | 42 |
| |
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა | 43 |
| |
პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 43-ე უჯრაში ასახული თანხა | 44 |
|
დეკლარაციის დანართი „ა“
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები
|
| შემოსავლის მიმღებ პირთა დასახელება | გაცემის თარიღი | განაცემის სახე | განაცემის ოდენობა | შეღავათის ოდენობა | წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი | გადასახადი (ლარი) | |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | |
1 | რეზიდენტ ფიზ . პირებზე განაცემები : |
|
|
|
|
|
|
| |
1.1 | დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
| |||
1.2 | გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზ.პირები, რომლებიც ეწევიან მომსახურებას |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
| |||
1.3 | სხვა ფიზიკური პირები |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
2 | რეზიდენტ საწარმოებზე ( ორგანიზაციებზე ) განაცემები : |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
3 | არარეზიდენტებზე განაცემები : |
|
|
|
|
|
|
| |
3.1 | ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული პირები |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
| ||
3.2 | საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
| |||
3.3 | საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
დეკლარაციის დანართი „ გ“
დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული
საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას
№ | დაქირავებული ფიზიკური პირისათვის დაბრუნებული | დაკავების საანგარიშო | დაბრუნების თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები