„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5928-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016678
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5928-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040110030.05.001.016678
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების/ მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ს ბიუჯეტებ ში;

შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მესამე პირის თვის ან/და სხვა სუბიექტის თვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ და ქვეპუნქტები:

ჩ) საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .“.

2. 31  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადა ცემის შემთხვევებზე).

5. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5 სამუშაო დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლები გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31 . ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე აუქციონში გამარჯვებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge- ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ამ მუხლის მე-3 და 31  პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V თავზე. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.

2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით , რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს.“.

6. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის შემოსულობის ნაწილი , აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სამინისტროს მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის შემოსულობის ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

7. ( ამოღებულია – 05.06.2012, №6380) .

8. ( ამოღებულია – 05.06.2012, №6380) .

9. 45-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურსა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47 4  მუხლი:

    „მუხლი 474 . 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი

 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მყიდველი ვალდებულია ასევე დაარეგისტრიროს შესასრულებელი და დასადასტურებელი ვალდებულებები.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 49 1  მუხლი:

    „მუხლი 49 1 . საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვისაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება

შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სამინისტროს. სამინისტრო იხილავს წარდგენილ მ მართვას და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.“.

    მუხლი 2. (ამოღებულია).

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6380 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 3

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ( ამოღებულია – 05.06.2012, №6380).

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6380 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი .

№5928- I

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6380 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.