დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016115 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №2 94
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს 161 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„161 . მე-16 პუნქტი თანამდებობრივი სარგოს სამმაგი ან ორმაგი ოდენობით გაცემის ნაწილში არ ვრცელდება ამავე პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეებზე, მათთვის თანამდებობრივი სარგოს 81 პუნქტის შესაბამისად გაზრდის შემთხვევაში, ამასთან გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ უნდა იყოს ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს სამმაგ ან ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.” .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი აპრილიდან.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები