დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450090050.32.057.016086 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17
2012 წლის 10 აპრილი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №67 (23.282), 22 -23 ივნისი , 2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) კანცელარია;
ბ) იურიდიულ და საკადრო საქმეთა განყოფილება;
გ) საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილება;
დ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების განყოფილება;
ე) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობისა და დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილება;
ვ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება;
ზ) სამეურნეო და ურბანულ საკითხთა განყოფილება;
თ) ცენტრალური არქივის სამსახური;
ი) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება;
კ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილება;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები