დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.31.056.016019 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილების (გაზეთი „აჭარა” №10, 29-30.01.2009) პირველი პუნქტით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;
გ) კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) განყოფილების უფროსი;
ე) აპარატის უფროსის თანაშემწე.”.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 12 აპრილი
№158-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები