დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად -პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016345 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №79/ნ
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ” პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს” შორის 2012 წლის 19 მარტს დადებული ,,საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების და ხელშეწყობის შესახებ” შეთანხმების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი” რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი”.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან” ერთად, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები