საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალი”-ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „მერმისი”-ს რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალი”-ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „მერმისი”-ს რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016344
  • Word
78/ნ
10/04/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040030000.22.022.016344
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალი”-ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის „მერმისი”-ს რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 78/ნ

2012 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მერმისის” რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – პროფესიულ კოლეჯთან „მერმისი” მიერთების გზით 2012 წლის 1 ივლისამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხა დეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №79/ნ ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებების გატარება .

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

. შაშკინი