„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016487
  • Word
304
17/04/2012
ვებგვერდი, 17/04/2012
120340000.08.002.016487
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №304

2012 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

�არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., № 44, მუხ. 339) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით წერილობით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიული შროითი სამსახურის გავლას.

3. მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომისიას.

4. თვითმმართველი ერეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დაკვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას (შემდეგში � სახელმწიფო კომისია).�;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�17. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი არსამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსმსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილს, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოესი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის შესაბამის სამსახურში. შესაბამისი სამსახურის უფროსი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს სამსახურის გავლის ადგილის ადმინისრაციას, რომელიც უზრუნველყოფს მოსამსახურის დაბრუნებას სამსახურის გავლის ადგილზე.�;

გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�23. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნილ პირებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტები (ცნობა-დახასიათება სამსახურის კეთილსინდისიერად გავლის შესახებ და სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სააღრიცხვო ბარათი). აღნიშნული დოკუმენტებისა და დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა თვითმმართველი ერეულის, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის შესაბამის სამსახურში სააღრიცხვო საბუთის გაცემით.�;

დ) 26-ე პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამობილიზაციო წერილობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიაში, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომისიაში.�;

ე) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�27. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისაში, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომისაში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.�;

ვ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�30. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოსამსახურეები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომის იასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საქსპერტო კომისამ ცნო სამსახურისათვის უვაგისად, სამსახურიდან დახოვნილ ი იქნებიან ავადმყოფობის გამო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილი იქნებიან შეზუდულად ვარგისებად სამსახურისათვის, არასამხდრო, ალტრნატიული შრომითი სამსახურიდან დახოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო.�;

ზ) 32-ე პუნქტში სიტყვის: �მოქალაქეს� შემდეგ დაემატოს სიტყვები: �დამსაქმებლის მიერ�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი