დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1393 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/05/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 28/05/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.060 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე ნაწილი:
„31. აქტივის ეკონომიკური სამსახურის ვადა – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი „ბაასს 17“-ის მიხედვით.“.
2. 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მე-3 აბზაცში სიტყვას „იჯარით“ წინ დაემატოს სიტყვა „ლიზინგით,“.
3. 48-ე მუხლის ტექსტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „დაბეგვრის მიზნით ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების შემძენად და მათზე კაპიტალური ხარჯების გამწევად ითვლება ლიზინგის საგნის მიმღები.“.
4. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:
„11. ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებები (ლიზინგის საგანი), რომლებიც ექვემდებარება ამორტიზაციას, ჯგუფდება ცალ-ცალკე ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით. გადამხდელს, რომელიც ითვლება ლიზინგის საგნის მიმღებად, უფლება აქვს გამოიყენოს ამორტიზაციის წრფივი მეთოდი და საამორტიზაციო ხარჯი გამოქვითოს ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე მას უფლება აქვს გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა ყველა ჯგუფის ძირითადი საშუალებების მიმართ, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმების ორმაგი ოდენობისა.“.
5. 78-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვას „სამსახურის“ წინ დაემატოს სიტყვა „ეკონომიკური“;
ბ. მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ლიზინგთან დაკავშირებული ძირითადი აქტივების ღირებულება, ხარჯები და შემოსავლები გამოიანგარიშება ბუღალტრულ აღრიცხვაში დადგენილი მეთოდიკით.“.
6. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4406, 720840100, 720926900, 7302, 730640, 7309 ჯგუფებით და 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე თავებით გათვალისწინებული საქონლისა (8415, 8418, 842211000, 842219000, 842310100, 842310900, 8450, 8507, 8509-8513, 8516-8524, 852520910, 852530, 852540, 8527, 8528, 8531, 8540, 8544-8546, 9003, 9004, 9006-9010, 901600 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლის გარდა) და სასაქონლო ნომენკლატურის 853110100, 8601, 8602, 8603, 860400000, 860500000, 860610000, 860719, 8701, 8702, 8704, 8705, 8709, 8716 (871610 და 871690 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლის გარდა), 8901, 8902, 8904-8906 ჯგუფებით გათვალისწინებული ტექნოლოგიური დანიშნულების მქონე მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების იმპორტი.“.
7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1031 მუხლი:
„მუხლი 1031. ძირითადი საშუალებების მიწოდების დაბეგვრა
ამ კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება და ლიზინგით (საფინანსო იჯარით) გადაცემა იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 7 მაისი.
№1393_IIს
დოკუმენტის კომენტარები