დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის განმარტებები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016063 |
შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144 - ე მუხლზე
გრძელვადიანი კონტრაქტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144 - ე მუხლი
ნაწილი 1. „თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად“.
ნაწილი 2. „გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით“.
ანალიზი:
გრძელვადიანი კონტრაქტისას თუ პირი შემოსავლებს დარიცხვის მეთოდით აღრიცხავს, წლის განმავლობაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებული მთლიან ხარჯებთან შეფარდებისას მიღებული პროპორციის მიხედვით გამოითვლება მთლიანად მისაღები შემოსავლებიდან წლის განმავლობაში რა ოდენობის შემოსავალი უნდა აღირიცხოს.
კონტრაქტით გათვალისწინებულ ხარჯებში უნდა ვიგულისხმოთ სამშებელო საქმიანობისთვის საგეგმო პარამეტრებით გათვალისწინებული ხარჯები.
|
ფაქტობრივი გარემოება II : საწარმო X-მა მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა საწარმო Y-თან. ხელშეკრულების შესაბამისად, მშენებლობა დაიწყო 2011 წლის 15 თებერვალს და უნდა დასრულდეს 2015 წლის 15 თებერვალს. 2011 წელს საწარმო X-ის მიერ მშენებლობაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 100 000 ლარს, საგეგმო პარამეტრებით გათვალისწინებული მთლიანი ხარჯი არის 500 000 ლარი, ხოლო საწარმო Y-ისგან მშენებლობისთვის მისაღები თანხა წარმოადგენს 700 000 ლარს. |
შედეგი: თუ საწარმო X იყენებს დარიცხვის მეთოდს, მაშინ მან საწარმო Y-საგან მისაღები შემოსავლები უნდა აღიაროს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოების შესაბამისად , ანუ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო X-მა მთლიანი ხარჯის (500 000 ლარი) 1/5 (100 000 ლარი) გასწია 2011 წელს, მთლიანი მისაღები თანხის (700 000 ლარი) სწორედ 1/5 ნაწილი უნდა ასახოს 2011 წლის შემოსავალში. ეს თანხა არის 100 000/500 000*700 000=140 000 ლარი.
|
ფაქტობრივი გარემოება III: ფაქტობრივი გარემოებები იგივეა, რაც ზემოთ მითითებულ მაგალითში, ამასთან, საგეგმო პარამეტრებით გათვალისწინებულმა ხარჯმა განიცადა კორექტირება და ნაცვლად 500 000 ლარისა შეადგინა 600 000 ლარი. |
შედეგი: ასეთ შემთხვევაში საწარმო X დააზუსტებს 2011 წლის საგადასახადო ვალდებულებებს და შემოსავალში აიღებს 100 000/600 000*700 000=116666.66 ლარს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები