დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 14 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.52.101.016051 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №9
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 14 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 და 22 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 14 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს წესი არეგულირებს სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების საკითხს, როდესაც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“ ;
ბ) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამკვეთს ამ წესის მიზნებისთვის წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“ .
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ . ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები