„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5956-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.016658
  • Word
5956-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
450030000.05.001.016658
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

    მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი

კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.“.

2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.“.

3 . 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.“.

4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას

ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება იმპორტის გადასახდელები გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად დადგენილი წესით.“.

5. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესი შესახებ ინსტრუქცია ამტკიცებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთობლივი ბრძანებით .“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5956- I