საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5947-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.016649
  • Word
5947-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
310010010.05.001.016649
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;“;

ბ) „ჰ7 “ და „ჰ8 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7 ) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს  სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საბაჟო კონტროლი;

8 ) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები;“.

2. 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით ვაგონისა და კონტეინერის გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური).“.  

3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც რკინიგზა აცნობებს მას.“.

4. 25-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. რკინიგზა ვალდებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რკინიგზის სადგურში მიტანის ან რკინიგზის სადგურიდან გაგზავნის შესახებ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მეშვეობით.“.

5. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5947- I