დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480030000.08.002.016485 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №300
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №84, მუხ. 1206) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში – დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:
თორნიკე გორდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი
სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი
თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
კონსტანტინე კინწურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტის) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტის) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის №225 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები