„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016269
  • Word
54
12/04/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
040030000.22.027.016269
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 54

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის:

3.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება;

3. ) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების განხილვა;

3. ) პერსონალიზაცია;

3. ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) „43“, „44“ და „45“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

43. სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, 3.ბ“, „3.გ“ და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, 3.ბ“, „3.გ“, „ზ4.ბ“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, 3.ბ“, „3.გ“ , „ზ4.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

გ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. 21 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ელექტრონული შეტყობინების სახით წარდგენილი დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების საფუძველზე განახორციელონ დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაცია; გასცენ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობა, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დასტურდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის/ცნობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;“.

3. მე -5 მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

82. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტოს აფხაზეთის სამსახური, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის ან ახალგორის სამსახურები. სააგენტოს სხვა ტერიტორიული სამსახურები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი