საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

  • Word
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 320110000.22.024.016172
  • Word
1-1/963
11/04/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
320110000.22.024.016172
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/963

2012 წლის  11 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკები ს ნომინალების, ტირაჟების და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის 351 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულები პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2012 წლის 23 აპრილიდან გაშვებულ იქნს მიმოქცევაში შემდეგი საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) „ქართული ხელნაწერების ძეგლები” – სამმარკიანი მცირე ფურცელი.

ავტორი: ბადრი გაგნიძე; მცირე ფურცლის ტირაჟი – 15 000 ცალი; მცირე ფურცლის ზომა 130 X90 მმ,  თითოეული მარკის ზომა 30 X40მმ, მარკების ნომინალები: 1.0; 1.5; 2.5 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

      

 

მარკების №488, 489, 490

(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

 

ბ) „ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან: 2004 წ.-ათენი, 2008 წ.- პეკინი” – ორმარკიანი სერია. ავტორი: პაატა ნაცვლიშვილი; თითოეული მარკის ტირაჟი20 000 ცალი; თითოეული მარკის ზომა – 50 X34მმ; მარკების ნომინალები: 1.5; 2.5 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

                           

 

მარკა №491                                                                             მარკა №492

 

გ) „გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მე-60 წლისთავი”.

ავტორი: შალვა ლურსმანაშვილი; ტირაჟი – 15 000 ცალი; მარკის ზომა- 45 X32მმ; მარკის ნომინალი: 4.0 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

მარკა №493

 

დ) „საქართველოს ფლორა ყვავილები: გვირილა, მიხაკი, ვარდი, იასამანი” (დეფინიტური მარკები). ავტორი: შალვა ლურსმანაშვილი; თითოეული მარკის ტირაჟი – 20 000 ცალი; თოთოეული მარკის ზომა – 27 X21 მმ; მარკების ნომინალები: 0.1; 0.25; 0.5; 1.0 ლარი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი.

მარკა №494                        მარკა №495                            მარკა №496                             მარკა №497

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია