დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/969 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.22.024.016173 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/969
2012 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 თებერვლის №1-1/241 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.
ვ . ქობალია
დანართი №1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა |
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | 2100 |
| 2 | სამსახურის უფროსი | 2100 |
| 3 | მინისტრის მრჩეველი | 1800 |
| 4 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1750 |
| 5 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 1750 |
| 6 | სამმართველოს უფროსი | 1600 |
| 7 | მთავარი ბუღალტერი | 1420 |
| 8 | მინისტრის უფროსი თანაშემწე | 1300 |
| 9 | მინისტრის თანაშემწე | 1200 |
| 10 | მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1200 |
| 11 | მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 1200 |
| 12 | მთავარი სპეციალისტი | 1100 |
| 13 | უფროსი სპეციალისტი | 950 |
| 14 | სპეციალისტი | 840 |
| 15 | დამხმარე მოსამსახურე (I კატეგორია) | 830 |
| 16 | დამხმარე მოსამსახურე (II კატეგორია) | 770 |
| 17 | დამხმარე მოსამსახურე (III კატეგორია) | 372 |
დანართი №2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა |
| 1 | სამმართველოს უფროსი | 1600 |
| 2 | მთავარი სპეციალისტი | 1000 |
| 3 | უფროსი სპეციალისტი | 900 |
| 4 | სპეციალისტი | 840 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები