„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016268
  • Word
53
11/04/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
010130000.22.027.016268
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 53

2012 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. 21 -ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.“ .

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის გასვლის მომენტიდან, თუ ამ ვადის გასვლამდე არ მოხდა პირის რეგისტრაცია ახალ საცხოვრებელ ადგილზე ან პირი რომელიმე სხვა საფუძვლით არ იქნა მოხსნილი რეგისტრაციიდან. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემის მიზნებისთვის პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე წერილობითი განცხადება წარდგენილია საცხოვრისის მესაკუთრის მიერ.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

. ადეიშვილი