დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4992 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 22/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016059 |
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება №4992
2011 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის № 303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული, „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი № 1):
ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების განხორციელების შემთხვევაში, მოწმობა ივსება დათვალიერების შედეგების საფუძველზე. პორტალში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოწმობა ივსება წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საგადასახადო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ადგილამდე (არასაგადასახადო ორგანო) გაცილების თანხლებით დათვალიერების განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მოწმობაზე დაისმება დამღა – ,,ექვემდებარება დათვალიერებას“, ხოლო მოწმობის D გრაფის („გამგზავნი საგადასახადო ორგანოს კონტროლი”) განყოფილებაში „შედეგი”, მიეთითება A3.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ან გაფორმების დეპარტამენტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული დეპარტამენტების მიერ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;
გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებით შენახვის განაცხადი (შემდგომში – განაცხადი) ივსება სატრანსპორტო დოკუმენტებში ან/და ზოგადი დეკლარირებისათვის წარსადგენ დოკუმენტებში ან/და წინმსწრებ დოკუმენტში არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას და განაცხადი ივსება დათვალიერების შედეგების საფუძველზე.“;
დ) 25-ე მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ელექტრონული შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული პირების გამოუცხადებლობისას;“;
დ.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განახორციელოს დათვალიერება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში;
ე)სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დათვალიერების შედეგები ელექტრონულად ასახოს დეკლარაციის ინსპექტირების აქტში და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი.“;
ე) 26-ე მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებენ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ” და ,,ბ.დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა.ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსი, გეზ-ის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი ან განყოფილების უფროსი;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის უფროსი, გეზ-ის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი ან განყოფილების უფროსი.“;
ვ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. დათვალიერების შეტყობინება
1. დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარანტს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ.გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იმ შემთხვევაში, როცა საქონელი წარდგენილია საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, ელექტრონული შეტყობინება აგრეთვე ეგზავნება ამ ადგილის მფლობელს.
3. დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არაუგვიანეს 18.00 საათი. გეზ-ში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 2 საათი.
4. დეკლარანტს ან საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელს, დეკლარანტის თანხმობით, უფლება აქვს, დათვალიერების დაწყების დროის ამოწურვამდე არა უგვიანეს 1 საათისა განცხადებით მიმართოს დათვალიერების უწყების გამცემ საგადასახადო ორგანოს (გარდა გეზ-ისა) და მოითხოვოს შეტყობინებით განსაზღვრული დათვალიერების დროის გადავადება, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში, დათვალიერების დროის განსაზღვრისას, უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნიდან არა უგვიანეს მეხუთე კალენდარული დღის 18.00 საათი.
5. საქონლის (გეზ–ში წარდგენილის გარდა) დათვალიერების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ.“;
ზ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქონლის კონტროლის ზონიდან გატანამდე, ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარანტის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“;
თ) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონლის დათვალიერებისას დეკლარაციის ინსპექტირების აქტში უნდა მიეთითოს საერთო წონის განსაზღვრის გაანგარიშების მეთოდი.“;
ი) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
კ) 32-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ამოღებული იქნეს;
ლ) დანართი №IV–01 და დანართი №IV–02 ამოღებული იქნეს;
მ) 35-ე მუხლის:
მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც არსებობს საქონლის ნიშანდების აუცილებლობა მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს მათ ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, გარდა მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
მ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) შეცვლაზე, მოხსნაზე/მოცილებაზე, განადგურებაზე, დაზიანებაზე ვრცელდება ამ ბრძანებით დადგენილი წესი.“;
ნ) 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაიტანება საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან, გარდა მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
ო) 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანდებისათვის, პირის მოთხოვნით, იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემა ხორციელდება „განცხადება – მიღება-ჩაბარების აქტის“ (დანართი №V–06) გაფორმებით, რომელიც მოწმდება პირის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.“;
პ) ინსტრუქციას დაემატოს დანართი №V–06 შემდეგი რედაქციით:
დანართი №V–06
სსიპ – შემოსავლების სამსახურის
გაფორმების დეპარტამენტს
---------------------------------------------------------------------
განმცხადებლის დასახელება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი
---------------------------------------------------------------------
განმცხადებლის საიდენტიფიკაციო ნომერი / პირადი ნომერი
--------------------------------------------------------
წარმომადგენელის სახელი და გვარი / პირადი ნომერი
--------------------------------------------------------
ტელეფონი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, გასცეთ იდენტიფიკაციის საშუალებები --------------------------------------------------- სახელზე.
(დასახელება/სახელი და გვარი)
რაოდენობა: --------------------------- ცალი.
მიღება-ჩაბარების აქტი
(ივსება საგადასახადო ორგანოში და ადასტურებს
იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემას/მიღებას)
| იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი | რაოდენობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
გავეცი: ---------------------------------------------- ხელმოწერა: --------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
პირის სახელი და გვარი გარკვევით)
ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ვეთანხმები
განცხადებაში მოცემულ ინფორმაციას და მივიღე
მოთხოვნილი რაოდენობის იდენტიფიკაციის
საშუალებები: --------------------------------------- ხელმოწერა: -------------------------------------
განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის ან მისი სახელი და გვარი გარკვევით) წარმომადგენლის ბეჭედი)
თარიღი: -------------------------------------
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები