დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 10/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.54.066.016026 |
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №63
2012 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებით ( www.matsne.gov.ge, 111205032, 07/12/2011, 0070.54.066.016019) დამტკიცებულ „ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში “ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს “ ქვეპუნქტი:
„ს ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს“ .
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან საკონსტრუქტორო ბიუროს შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, საკუთარ ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და/ან ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში“ შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს წესებს, რომლის საჰაერო სივრცეშიც სხ-ის ექსპლუატანტი ასრულებს ფრენებს. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . დავითაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები