დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016802 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ს აქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სამედიცინო მედიაციის სამსახური.“.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომელთა შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება (მათ შორის, მასმედიის საშუალებებით) და საკონკურსო პირობების განსაზღვრა;
ბ) სარეკლამო რგოლის დამზადება‑განთავსებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) სამედიცინო მედიაციის სამსახურთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილების უზრუნველსაყოფად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი – 35 01 02) „სამედიცინო საქმიანობის რეგულირების პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
მუხლი 4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი – 35 01 01) „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის დებულების დამტკიცებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის დღიდან.
პ რემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები