დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.016346 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №110
2012 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე/სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე/სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 12 აპრილიდან.
დ . გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები