დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, საიდანაც სავალდებულოა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტოსადგურებიდან ავტობუსების რეისში გასვლა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016062 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 16
2012 წლის 6 აპრილი
ქ.ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, საიდანაც სავალდებულოა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტოსადგურებიდან ავტობუსების რეისში გასვლა
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის ა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს № 1-1/1558 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოსადგურების ფუნქციონირების წესი და პირობების“ მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ჩამონათვალი, საიდანაც სავალდებულოა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტოსადგურებიდან ავტობუსების რეისში გასვლა:
ა) სოფელი დიდი კაცხი;
ბ) სოფელი დარკვეთი;
გ) სოფელი უსახელო;
დ) სოფელი ვაჭევი.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი.ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები