„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 05 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 05 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016061
  • Word
15
06/04/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
010250020.35.129.016061
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 05 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 15

2012 წლის 6 აპრილი

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებ ის საფუძველზე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის29 დადგენილებაში (სსმ V, №53, 18 .11 .2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“

) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1).“;

გ) დადგენილები პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება“

) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

2. ტერიტორიული ორგანოები იქმნება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 6 აგვისტოს №5 დადგენილებ ის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.     

5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“;

) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და ამ დებულებით.

3. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით რწმუნებულის მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.“;

) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარ . ჭუმბურიძე