„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 5545
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/04/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016058
  • Word
5545
02/04/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
000000000.00.00.016058
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება № 5545

2012 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8 )  მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი :

1 ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას , ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი-სერტიფიცირებული თანამშრომლების მიერ  შეფასების დასკვნების მომზადება “.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                       ჯ . ებანოიძე