დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4109 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 13/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016057 |
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება №4109
2011 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული, „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოწმობაზე შტრიხ-კოდის (ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობას შტრიხ-კოდი არ მიენიჭება – კონტროლზე აყვანის დამადასტურებელი დამღისა და ხელმოწერის) გარეშე აკრძალულია ამ მოწმობაში ასახული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება კონტროლის ზონიდან.“.
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. გრაფა 31 – ,,ადგილების აღწერა და რაოდ.” – გრაფაში:
ა) ,,საქონლის აღწერა” – ეთითება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:
ა.ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდგომ ეთითება ორი ციფრი „00”;
ა.ბ) ოთხნიშნა დონეზე – იმ საქონელზე, რომლის შემოტანას/გატანას ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი;
ა.გ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში – ოთხნიშნა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში;
ა.დ) ხუთზე მეტი საქონლის მითითების აუცილებლობისას, მიეთითება 5 საქონლის კოდი და შემდეგ სიტყვა ,,სხვადასხვა”;
ა.ე) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – ივსება თითო დამატებითი ფურცელი რკინიგზის თითოეულ ვაგონზე;
ა.ვ) ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – პირველ ნაწილში სიტყვა ,,სხვადასხვა”;
ბ) „სატვირთო ადგილების რაოდენობა, სახეობა” – შემდეგი რიგითობით ეთითება მონაცემები:
ბ.ა) პირველ განყოფილებაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა;
ბ.ბ) მეორე განყოფილებაში – სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან ამორჩეული საქონლის შეფუთვის კოდი კლასიფიკატორის მე-11 ნაწილის მიხედვით;
ბ.გ) მესამე განყოფილებაში – მეორე განყოფილებაში ამორჩეული კოდის შესაბამისი შეფუთვის დასახელება (ივსება სისტემის მიერ ავტომატურად);
გ) „კონტეინერის №” – შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ 2 კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნომერი (კონტეინერის ნომერი არ ეთითება სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში);
დ) დამატებითი ფურცლის გახსნა ხორციელდება პროგრამულად – ,,ერთეულის დამატება”, ამასთან, დამატებითი ფურცელი შეიცავს მხოლოდ 31-ე, 32-ე, 33-ე, 35-ე, 38-ე, მე-40 და 44-ე გრაფებს;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში ამავე ნაწილში ეთითება ვაგონის ნომერი.“;
ბ.ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. გრაფა 33 – ,,საქონლის კოდი” – გრაფაში იწერება – 0000.“;
ბ.გ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. გრაფა ,,მოწმობის ნომერი” – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, გამგზავნ საგადასახადო ორგანოში მოწმობის რეგისტრაციისას, მიეთითება ,,D” ნომერი, მოწმობის გამოწერის თარიღი, და მოწმობას ენიჭება შტრიხ-კოდი. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობას შტრიხ-კოდი არ მიენიჭება, მოწმობის მე-17 გრაფის ქვევით არსებულ ცარიელ ადგილზე გამგზავნი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაისმება დამღა „აყვანილია კონტროლზე“ და მოწმდება ხელმოწერით.“;
გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში დაშვებული პირის – გადამზიდველის მიერ ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში არ არის მითითებული შესაბამისი საქონლის (კონტეინერის, მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს ქვემოთ მითითებულ პროცედურას შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იძახებს სერვერზე შენახულ მოწმობას უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით;
ბ) ელექტრონულად შეაქვს სისტემაში საქონლის (კონტეინერის, მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი, აგრეთვე მისაბმელის სანომრე (სარეგისტრაციო) ნიშანი მოწმობის ელექტრონული ფორმატის მე-18 გრაფის პირველ ნაწილში და არეგისტრირებს მონაცემის ცვლილებას;
გ) არეგისტრირებს მოწმობას, რის შედეგადაც სისტემის მიერ ავტომატურად ივსება გრაფა ,,მოწმობის ნომერი”, მას ენიჭება ,,D” ნომერი და შტრიხ-კოდი;
დ) ქაღალდზე ამობეჭდავს დარეგისტრირებულ მოწმობას.“;
დ) მე-4 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საწყობის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში – „3“;“;
დ.ბ) პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) პორტალი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“) დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში –„3“;
ბ.დ) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში –„4“;“;
დ.გ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გრაფა 27 – ,,დანიშნულების ადგილი” – გადაადგილების მიმართულების შესაბამისად, გრაფაში ეთითება: საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საწყობის, ან პორტალი „სარფი“-დან 12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საწყობის ხუთნიშნა ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში დამატებით მიეთითება „S3“. საზღვაო ნავსადგურის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში გრაფაში მიეთითება საზღვაო ნავსადგურის ხუთნიშნა ციფრული კოდი იმავე კლასიფიკატორის შესაბამისად, ხოლო პორტალი „სარფის“ ან გაფორმების ადგილის მიმართულებით გადაადგილების შემთხვევაში – მიეთითება საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით;“;
დ.დ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ.ე) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გრაფა 50 – ,,პრინციპალი” – გრაფის განყოფილებაში ,,პრინციპალი” მიეთითება ციფრი ,,50000” და სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,12 კმ. რადიუსი”.
ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 5. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება არა უგვიანეს 1 საათისა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სისტემაში ელექტრონულად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოცხადების დადასტურება ხორციელდება საწყობის, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, ან ოქროს სიის მონაწილის, ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ ელექტრონულად ან რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით), ამ მიზნით:
ა) მოწმობის ელექტრონული ფორმატის დამატებით ფურცელში გრაფა „I”-ში სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან ამოირჩევა თარიღი და სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება დრო;
ბ) განყოფილებაში – „ლუქების შემოწმება” ეთითება:
ბ.ა) A1 – როცა სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების შედეგად დასტურდება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქების მთლიანობა;
ბ.ბ) A2 – როცა არ ხდება სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერება.“;
ვ) მე-6 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ASYCUDA-ში მოწმობის ელექტრონული რეგისტრაციით (სრული ან არასრული დახურვით).“;
ვ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოში მოწმობის და მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიან რაოდენობაზე სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში მოწმობის „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა’’ სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს მიერ მიეთითება სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი;“;
ვ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. როდესაც მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი ,,R”, მოწმობის მე-17 გრაფის ქვევით არსებულ ცარიელ ადგილზე ავტომატურად ეთითება – „მოხსნილია კონტროლიდან“. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ავტომატურად ვერ ხორციელდება, მოწმობის „C” გრაფაში დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას – „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს და უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს.“;
ვ.დ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნულების პორტალში არ არის წარდგენილი მოწმობის კონტროლიდან მოხსნის დამადასტურებელი ეგზემპლარი და მოწმობის კონტროლიდან მოხსნა არ არის დარეგისტრირებული სისტემაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების (წერილობითი დასტური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოასილი ორგანოდან ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნის რეგისტრაცია სისტემაში.“;
ვ.ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანო ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზიდან ამობეჭდილი მოწმობის გაცემას.
6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ან გაფორმების დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“;
ზ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ან გაფორმების დეპარტამენტს.“;
თ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება საქონლის გატანა, ექვემდებარება ნიშანდებას:
ა) პორტალის მიერ, როდესაც:
ა.ა) ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა ხორციელდება პორტალში;
ა.ბ) საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექსპორტის/რეექსპორტის განხორციელების მიზნით პირდაპირ წარედგინება პორტალს;
ბ) გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც:
ბ.ა) ექსპორტის/რეექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის მიმართ კონტროლის ღონისძიების გამოყენებისას ხორციელდება საქონლის დათვალიერება;
ბ.ბ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) დეკლარანტის მიერ, როდესაც, საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებლი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში.“;
ი) 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარანტი ავსებს დეკლარაციის შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 49, 54, B.“;
კ) 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ პუნქტი:
„121. გრაფა 13 „წინასწარი დეკლარირება ივსება მხოლოდ საქონლის წინასწარი დეკლარირებისას და აღინიშნება:
ა) ციფრი „1“, როდესაც დეკლარციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს გეზ-ს წარუდგენს ელექტრონულად;
ბ) ციფრი „2“, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი გეზ-ს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე.“;
ლ) 44-ე მუხლის:
ლ.ა) 50-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ლ.ბ) 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. გრაფა 54 ,,ადგილი და თარიღი“ – მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი.“;
ლ.გ) 54-ე და 55-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. გრაფა „B” – აღინიშნება შეფასების A ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.
55. გრაფა „C” “გაფორმების ორგანო” – იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, „C” გრაფაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას – „გაშვება ნებადართულია”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს და უთითებს გაფორმების თარიღს.“.
მ) 45-ე მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გრაფა ,,B” – გრაფა ივსება დანიშნულების პორტალის მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ნ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწყობის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;
ო) 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;
პ) 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 12, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება იმპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“.
ჟ) 51-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი და დანართი №VI–01:
„ მუხლი 511. დეკლარაციის შევსების რეგისტრაცია
როდესაც დეკლარაციას ASYKUDA-ს მეშვეობით ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, თანმხლებ დოკუმენტებთან ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–01).
დანართი №VI–01
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა | |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
| |
| ხელშეკრულება |
|
|
| |
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
| |
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
| |
| კონოსამენტი |
|
|
| |
| მანიფესტი |
|
|
| |
| შეფუთვის ფურცელი |
|
|
| |
| TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
| |
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
| |
| საბანკო გარანტია |
|
|
| |
| ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
| |
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
| |
| წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
| |
| ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
| |
| სხვა დოკუმენტები: |
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
| ფურცლების რაოდენობა სულ – |
| |||
დოკუმენტების წარმდგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა --------------------------- “
რ) 53-ე მუხლის:
რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმებისას ყურადღება ექცევა კლასიფიკატორის გამოყენების სისწორეს, გრაფებში მონაცემთა შეტანის სისწორეს, წარმომადგენლის მიერ დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას. ამავე ეტაპზე ხდება დეკლარაციის წარდგენის ვადების შემოწმება.“;
რ.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, დამატებით წარმოადგენს არანაკლებ ორთვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის არსებული სხვაობისა; საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი კორექტირებული დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას – ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით”, ანიჭებს ,,A” ნომერს და უშვებს საქონელს.“;
რ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:
„6. თუ დეკლარანტი დადგენილი წესით გაასაჩივრებს კორექტირებულ დეკლარაციას:
ა) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საგადასახადო ორგანოში წარდგენისას უფლებამოსილ თანამშრომელს ცვლილებები შეაქვს კორექტირებული დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში, ამობეჭდავს და დეკლარანტს წარუდგენს ხელმოსაწერად საბოლოო დეკლარაციას, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, დეკლარაციის ,,C” გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით” იცვლება აღნიშვნით ,,გაშვება ნებადართულია”;
ბ) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საგადასახადო ორგანოში წარდგენისას, გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, დარიცხული გადასახდელების გადახდის ან გარანტიის შესრულების გათვალისწინებით, კორექტირებული დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში და დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ,,C” გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით” იცვლება აღნიშვნით ,,გაშვება ნებადართულია.“:
ს) 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ტ) 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირების აქტის მონაცემებს, მაგრამ დამატებით წარმოადგენს არანაკლებ ორთვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობისა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას – ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით”, უსვამს ,,A” ნომერს და უშვებს საქონელს;
გ) კორექტირების აქტის დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში:
გ.ა) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საგადასახადო ორგანოში წარდგენისას, გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში ,,C” გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით” გადაესმება ხაზი და კეთდება აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია”, ხოლო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება;
გ.ბ) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საგადასახადო ორგანოში წარმოდგენისას თავდაპირველი დეკლარაცია ექვემდებარება ცვლილებას. დეკლარანტს ეგზავნება მოთხოვნა დეკლარაციის მისი ეგზემპლარის წარმოდგენის (დაბრუნების) თაობაზე, აგრეთვე შეტყობინება დარიცხულ ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებს შორის სხვაობას და აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ საურავს დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. დეკლარირებული გადასახდელების და შეტყობინებით დარიცხული ვალდებულებების გადახდის (მათ შორის, გარანტიის თანხის ჩამოჭრის) დადასტურების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში საქონლის სატარიფო ღირებულებისა და გადასახდელების გრაფებში. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში ,,C” გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით” იცვლება აღნიშვნით ,,გაშვება ნებადართულია”.“ ;
უ) 59-ე მუხლის:
უ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეკლარაციის შემოწმება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, დეკლარაციისა და დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამუშაო დღის დასრულებამდე ორი საათის განმავლობაში მიღებული დეკლარაციების შემოწმება უნდა დასრულდეს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა.“;
უ.ბ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ფ) 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება არ ხორციელდება, პორტალში დეკლარაციას ელექტრონულად ენიჭება მხოლოდ A ნომერი და შტრიხ-კოდი, ამოიბეჭდება და საქონელი გაიშვება ოქროს სიის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით (ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება და ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა);“;
ქ) 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში – დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება არ ხორციელდება, დეკლარაციას ელექტრონულად ენიჭება მხოლოდ A ნომერი და შტრიხ-კოდი, ამოიბეჭდება და საქონელი გაიშვება ოქროს სიის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით (ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება და ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა);“.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები