„I კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.144.016082
  • Word
10
06/04/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
330130000.35.144.016082
„I კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2012 წლის 6 აპრილი

ქ. ქარელი

,,I კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,I კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 10/02/2012; 330130000.35.144.016079) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.“;

) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი