დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016092 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 10 აპრილი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე- 16 მუხლის, მე- 2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ შევიდეს ცვლილება „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 36 დადგენილების (სსმ, 13.07.2010) დანართის მე-6 მუხლის „ტ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური- ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები