„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016091
  • Word
19
10/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
010250020.35.161.016091
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 19

2012 წლის 10 აპრილი

 ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ლ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებ ები „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის 13 დადგენილები ს (სსმ, 20.02.2012) დანართში:

1. შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტ ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგებელი:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

1) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

2) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და გამგეობის შინაგანაწესს;

3) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;

4) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

5) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

6) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტებს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტა ნად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

7) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;

8) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

9) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

10) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

11) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქ მშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

12) გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შე ახებ წინადადებებს;

13) წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას ;

გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას. საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ვ) საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

1) გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტებს მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

2. შევიდეს ცვლილება მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.”

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. ფეიქრიშვილი