„იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016022
  • Word
31
06/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
010170000.22.029.016022
„იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №31

2012 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში (სსმ , 12.11.2007 , №159 , მუხ. 1758) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ .

2. ბრძანებაში პრეამბულაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

3. ბრძანების პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი (დანართი 1).

2. დამტკიცდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა (დანართი 2) და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (დანართი 3).

3. დამტკიცდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა (დანართი 4).“.

4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი 1):

ა) სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი ;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში – წესი) გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს. ;

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დევნილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი . ;

დ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:

„ზ) დევნილის მოწმობა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას.” ;

ე) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედააქციით:

„3. დევნილის სტატუსი ენიჭება პირს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი თ განსაზღვრული პირობების არსებობისას.

4. დაუშვებელია რაიმე სახის გადასახდელის დაწესება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით. ;

ვ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დევნილის შეხედულებისამებრ საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს. ;

ზ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია რაიმე სახის საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის დაკავშირებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ გარემოებებთან. ;

თ) მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები შეიცვალოს  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, ბავშვის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს ბავშვის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი .

9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე ბავშვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.“ ;

ი) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირის დევნილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ პირი დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, მას გასაუბრება შეიძლება ჩაუტარდეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.“;

კ) მე-2 მუხლის მე-16 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. პირი რეგისტრირებული იქნება დევნილის სტატუსის მაძიებლად, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იგი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტ ში მითითებული მიზეზების გამო იძულებული იქნა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.“;

ლ) მე-2 მუხლის მე-18 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. დევნილის სტატუსის მაძიებელ პირზე გაიცემა ცნობა. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობის გაცემას უზრუნველყოფს დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო.”;

მ) მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აღმოიფხვრა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტ ში გათვალისწინებული პირის იძულებით გადაადგილების მიზეზები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღსდგა საქართველოს იურისდიქცია;“;

ნ) მე-2 მუხლის 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი თ გათვალისწინებულ პირობებს;“;

ო) მე-2 მუხლის 23-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23. დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობაზე ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში პირს ახალი განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი თ განსაზღვრულ პირობებს.“;

პ) მე-2 მუხლის 25-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას, ახორციელებს პირთან გასაუბრებას და მის ფოტოგრაფირებას.”;

ჟ) მე-2 მუხლის 32-ე და 33-ე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. დევნილის ანკეტის შევსებასა და დევნილის მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები). დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, დროებითი საცხოვრებელი ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. ანკეტა შეიცავს დევნილის ფოტოსურათს, გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილის ანკეტისა.

33. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილ უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ანკეტას დაესმება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი.”;

რ) მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

37. დევნილის მოწმობა ადასტურებს პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;

ს) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ტ) მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

18. დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი. დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეულ საცხოვრებელ ადგილს ( ადმინისტრაციულ ერთეულს) ან ადგილს (ადმინისტრაციულ ერთეულს) , სადაც იგი დროებით არის განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილების საკუთრების ფორმისა .“;

უ) მე-4 მუხლის 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 53 მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტებიდან გამომდინარე გარემოებების დადგომისას;“;

ფ) მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს გავლილი 2007 წლის რეგისტრაცია, მისი სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება ხელახლა ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ შესაბამისად.”.

5. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულების“ (დანართი №3):

ა) სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) მოწმობის აღწერილობას, მოწმობის რეკვიზიტებს, მოწმობის შევსებასთან, გამოცვლასთან, შეცვლასთან და დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას (შემდგომში – დევნილის მოწმობა) სათანადო გაფორმების გარეშე, შესწორებით, წაშლილი სიტყვებითა და გადასწორებული თარიღებით ძალა არ გააჩნია.“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი.“;

დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 6 წლამდე ასაკის დევნილის მოწმობა არ შეიცავს ფოტოსურათს.”;

ე) მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ქვემოთ – ინგლისურ ენაზე: „GEORGIA“, აღნიშნული წარწერის ქვემოთ განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“ და „ID card of IDP from the occupied territory of Goergia“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დევნილის მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და დევნილის ნომერი. დევნილის მოწმობაზე მითითებულია მინისტრის ხელმოწერა. პირველი გვერდის ბოლოს განთავსებულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“. პირველ გვერდზე განთავსებულია სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი.

6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე მოცემულია ინფორმაცია დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ იძულებით გადაადგილებამდე, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი, დევნილის მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, დევნილის მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისა და დევნილის ხელმოწერები, დევნილის მოწმობის გაცემის თარიღი. მეორე გვერდზე მიეთითება დევნილის მოწმობის ნომერი და განთავსდება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ბეჭედი.”;

ვ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილის მოწმობის შევსებას, გაცემასა და შეცვლას უზრუნველყოფს დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო.”;

ზ) მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს.

8. დევნილის მოწმობის შეცვლის ან დუბლიკატის გაცემის დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს წერილობითი ფორმით.”.

6. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი № 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

  მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული დევნილის მოწმობა ძალაშია, ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული დევნილის მოწმობის აღებამდე.

 მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

 

„დანართი №2

პირველი გვერდი

 

 

 

 

მეორე გვერდი

 

 

 

„დანართი №4