„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016797
  • Word
124
05/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
470230000.10.003.016797
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 124

2012 წლის 5 აპრილი

. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ , 2010 წ. , №168 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) „საერთო სანებართვო პირობებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი:

„31 . სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სახელმწიფო და მუნიციპალური სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისათვის მინიჭებული უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერი, რომლის ფორმატი და დიზაინი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით . .

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი . გილაური