„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016263
  • Word
48
10/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
010340000.22.027.016263
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №48

2012 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„ იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის № 149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის № 149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21/11/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორების, მათი აღწერის მეთოდოლოგიებისა და წარმოების წესი;

მ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ელექტრონული საქმისწარმოების წესი.“.

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი.“.

3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულება.“.

4. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) „ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემა“; „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებები; „ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“; „ ღვინის ჩამოხარისხების წესი.“.

5. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა .“.

6. მე-6 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ.“.

8. მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) „ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმები და მათი წარდგენის ვადები.“.

9. მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური; ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური; მონაცემთა ბაზების შექმნის წესი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების, შენახვის და გაცემის წესი და პირობები; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესი.“.

10. მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულება.“.

11. 211 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„211. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძ ულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო:

ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი