დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება უფლებამონაცვლის დაშვებისა და კრედიტორთა რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/7172-2009 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 19/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/7172-2009
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
უფლებამონაცვლის დაშვებისა და კრედიტორთა რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
2012 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განცხადებლები: 1. სს ,,თიბისი ბანკი”
2. სს ,,საქართველოს ბანკი”
3. სს ,,ბანკი რესპუბლიკა”
4. შპს ,,დაო ინვესტმენტს”
მოთხოვნა – კრედიტორთა რეესტრში ცვლილების შეტანა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ. სასამართლოს 2009 წლის 03 ნოემბრის განჩინებით სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.
2012 წლის 13 მარტს სს ,,თიბის ბანკის”, სს ,,საქართველოს ბანკის”, სს ,,ბანკი რესპუბლიკას”, შპს ,,დაო ინვესტმენტსის” წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანა მხარეთა შორის განხორციელებული მოთხოვნათა დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
სასამართლომ განიხილა განცხადება და თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2010 წლის 17 თებერვალს სს ,,თიბისი ბანკს”, სს ,,ბანკ რესპუბლიკას“ და სს ,,ლიბერთი ბანკს“ შორის დადებული იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება , რომლის მიხედვით სს ,,თიბისი ბანკმა“ შეიძინა სს ,,ლიბერთი ბანკის“ 1676119,67 ლარის მოცულობის მოთხოვნა სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ, ხოლო სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“ შეიძინა სს ,,ლიბერთი ბანკის“ 558706,56 ლარის მოცულობის მოთხოვნა სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ მიმართ.
დადგენილია, რომ 2012 წლის 26 იანვარს სს ,,თიბისი ბანკს“, სს ,,ბანკ რესპუბლიკა“-ს, სს ,,საქართველოს ბანკს“ და შპს ,,დაო ინვესტმენტსს“ შორის დადებული იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,თიბისი ბანკმა“, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“, სს ,,საქართველოს ბანკმა“, შპს ,,დაო ინვესტმენტსს“ დუთმეს მოთხოვნები. კერძოდ: სს ,,თიბისი ბანკმა“ – მეოთხე რიგის მოთხოვნა 11825569,67 ლარის ოდენობით და მეორე რიგის მოთხოვნა – 513000 ლარის ოდენობით, სს ,,ბანკმა რესპუბლიკამ“– მეოთხე რიგის მოთხოვნა 4641923,34 ლარის ოდენობით, სს ,,საქართველოს ბანკმა“ – მე-4 რიგის მოთხოვნა 3066693,77 ლარის ოდენობით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოთხოვნის დათმობა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ყოველ სტადიაზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში სს ,,თიბის ბანკის”, სს ,,საქართველოს ბანკის”, სს ,,ბანკი რესპუბლიკას” უფლებამონაცვლედ დაშვებული უნდა იქნეს შპს ,,დაო ინვესტმენტს” მოთხოვნის დათმობის ხელშკერულების საფუძველზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მუხლებით, 27-ე მუხლის მე-12 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-285-ე, მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,თიბისი ბანკის”, სს ,,საქართველოს ბანკის”, სს ,,ბანკი რესპუბლიკი ს”, შპს ,,დაო ინვესტმენტს”-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. სს ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში სს ,,თიბისი ბანკის”, სს ,,საქართველოს ბანკის”, სს ,,ბანკი რესპუბლიკას” უფლებამონაცვლედ დაშვებული უნდა იქნეს შპს ,,დაო ინვესტმენტს” (სარეგისტრაციო ნომერი 1416665. მისამართი: ვატერფრონტის ხეივანი 325, ომარ ჰოჯის შენობა, მე-2 სართული, ვაიკმანზ კეი 1, როუდ თაუნი, ტორტოლა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში შევიდეს ცვლილება შემდეგი სახით:
2.1. შპს ,,დაო ინვესტმენტსის“ მოთხოვნა 513000 ლარის ოდენობით ასახული იქნეს სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში მე-2 რიგის მოთხოვნად.
2.2. შპს ,,დაო ინვესტმენტსის“ მოთხოვნა 19534186,78 ლარის ოდენობით ასახული იქნეს სს ,,ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები