სს „წყალმშენი-1“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „წყალმშენი-1“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ს.ს."წყალმშენი-1"
მიღების თარიღი 06/04/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
4
06/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
სს „წყალმშენი-1“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს."წყალმშენი-1"

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

 

სააქციო საზოგადოება წყალმშენი-1”-ს სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 8 მაისს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა 34, მე-3 სართული, ოთახი 325.

სააქციო საზოგადოება წყალმშენი-1”-ს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 6 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

 

1. 2011 წლის შედეგები;

2. ბალანსზე არსებული ქონების რეალიზაციის და ჩამოწერის შესახებ;

3. სს წყალმშენი-1”-ის წესდებაში ცვლილებების შესახებ.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს წყალმშენი-1”-ს ადმინისტრაციაში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 10 დღით ადრე პირადად.

სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 6 აპრილის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს წყალმშენი-1”-ს რეგისტრატორთან შპს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

სს “წყალმშენი-1”-ის

გენერალური დირექტორი    თ. გედევანიშვილი

 

ტელ: 599 41 39 43; 2 30 61 88