„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2876
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/06/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 09/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016056
  • Word
2876
09/06/2011
ვებგვერდი, 06/04/2012
000000000.00.00.016056
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება2876

2011 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანით საქართველოში საქონლის შემოტანის შემთხვევაში, მოწმობა კონტროლიდან იხსნება დანიშნულების საგადასახადო ორგანოში, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორია უნდა დატოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 45 დღისა.“;

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. D გრაფაში პორტალის ან საწყობის მიერ დაესმება დამღა მოხსნილია კონტროლიდან”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი თანამშრომელი აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.“;

გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სატრანსპორტო საშუალების გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით გატანის შემთხვევაში, მოწმობის მე-3 გრაფა არ ივსება, ამასთან:

ა) გრაფა 1. ,,ექსპორტიორი” – აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შესახებ მონაცემები: იურიდიული პირის სრული სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მე-12 გრაფაში მისათითებელი, სატრანსპორტო საშუალების საწყობში დაბრუნების/იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 48 საათით;

გ) გრაფა R. ოპერაცია” – გრაფაში მიეთითება დამხმარე კოდი 74–74”.“;

დ) 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დროებით შემოტანილი საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის გაუქმებისა და საქონლის იმპორტის დეკლარაციაში მითითებული ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით, ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელიც ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“;

ე) 59-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. გეზ-ში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას, ან საქონლის გაფორმების სხვა ადგილებში პირის (ფიზიკური პირის გარდა) მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციისათვისAნომრის მინიჭებით, გაფორმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შტამპით – ,,გაშვება ნებადართულია“, პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და ხელმოწერის მითითებით.“;

ვ) მე-60 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ზ) 61-ე მუხლის:

ზ.ა) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) მე-11 გრაფაში მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი გადასახდელების საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს ოქროს სიის მონაწილეს და სარგებლობს გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ან 5-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – გადასახდელია –” და გადასახდელების საერთო რაოდენობა;

ი) მე-13 გრაფაში მიეთითება გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს ოქროს სიის მონაწილეს და სარგებლობს გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ან 5-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – გადახდა გადავადებულია”;

ზ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) მე-15 გრაფაში – ,,საგადასახადო აღნიშვნები” – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით (,,გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 ჯ. ებანოიძე