„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2497
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 20/05/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016052
  • Word
2497
20/05/2011
ვებგვერდი, 06/04/2012
000000000.00.00.016052
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №2497

2011 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 43. იდენტიფიკაციის საშუალებების აღრიცხვა, გაცემა, განადგურება

1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ან გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ თანამშრომლებზე, გასავლის ზედდებულით, იდენტიფიკაციის საშუალებების რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.

2. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ან გაფორმების დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ მიღებული იდენტიფიკაციის საშუალებები აღირიცხება „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №V–01) და ინახება დაცულ ადგილას.

3. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებები გაცემა პორტალის პასუხისმგებელ თანამშრომელზე, რომელიც იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია პორტალის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებით.

4. გაფორმების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებები გაცემა გეზ-ის ან ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს პასუხისმგებელ თანამშრომელზე, რომელიც იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებით.

5. პორტალის, გეზ-ის ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს ჟურნალში და საჭირო რაოდენობას გადასცემს ცვლის ან განყოფილების უფროსებს.

6. იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშსაქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება აქტის (დანართი №V–02) გაფორმებით, რომელსაც ინახავს 6 წლის განმავლობაში.

7. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებები მოხსნისთანავე ჩაითვლება განადგურებულად, ხოლო მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის ან საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალებებ ინახება აღნიშნულ პირებთან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იდენტიფიკაციის საშუალებები ჩაითვლება განადგურებულად.

8. გამოენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №V–03 დანართის ფორმით, პორტალის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს, ხოლო გეზ-ის ან ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს პასუხისმგებელი თანამშრომელი – გაფორმების დეპარტამენტის ადმინისტრაციას. ნფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს საანგარშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

9. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველო ან გაფორმების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ახორციელებს გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს №V–04 დანართში.“;

ბ) დანართები: №V–01 – №V–04 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №V–01

 



დანართი №V–02

ა ქ ტ ი

 

არასაგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნის/მოცილების შესახებ

 

__________________________________________________________________________

გადასახადის გადამხდელის დასახელება ან/და სიდენტიფიკაციო ნომერი

 

 აქტის შედგენის თარიღი „-----“ ------------- 20 წ.

 

 აქტის შედგენის ადგილი: --------------------------------------------------------------

                                            (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და

                                           შენობა-ნაგებობის ადგილსამყოფელი - მისამართი)

 

 აქტი შეადგინა: -----------------------------------------------------------------------------

               (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის

                              მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)

 

 აქტი შედგენილია მასზე, რომ: ------------------------------------------------------------

                                                 (აღინიშნოს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/

----------------------------------------------------------------------------------------------------

                    მოცილების, შეცვლის ან ჩაბარების კონკრეტული მიზეზი)

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 მოწმობის, სასაქონლო დეკლარაციის, სატრანსპორტო საშუალების ნომერი №, შენობა-ნაგებობის № -------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

 თუ იდენტიფიკაციის საშუალებების განახლების საჭიროება არსებობს, მიეთითოს აღნიშნულის თაობაზე: ----------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------

 განახლებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ გაკეთებულია აღნიშვნა:

------------------------------------------------------------------------------------------------

(მიეთითოს დოკუმენტები)

 

 

აქტი შევადგინე:

უფლებამოსილი პირის

 

სახელი, გვარი, ხელმოწერა                -------------------------------------------

 

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)


დანართი №V–03

 

„ ----- “ –––––– 20… წელი

 

ინფორმაცია

_________________________________________________________________________მიერ

(პორტალის/სამმართველოს/განყოფილების/გეზ-ის)

 

20            წლის განმავლობაში გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ

 

იდენტიფიკაციის საშუალების დასახელება

დაზიანებული იდენტიფიკაციის საშუალების რიგითი №

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხისმგებელი

თანამშრომლის ხელმოწერა                -------------------------------------------------

 

პ/ნომრიანი ბეჭედი


დანართი №V–04

„ ----- “ –––––– 20… წელი

 

ა ქ ტ ი

 

--------------------------------------------------------------- -------------------------------- მიერ

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურების შესახებ

 

 

1. განადგურების თარიღი და ადგილი: -----------------------------------------------------

 

2. აქტი შეადგინა -------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის/ების სახელი, გვარი)

 

3. განადგურებულია იდენტიფიკაციის საშუალებები: ------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

(მიეთითოს რომელი იდენტიფიკაციის საშუალებებია განადგურებული, რაოდენობა, ნომრები)

 

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის/ების სახელი გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

 

 --------------------------------------------------

 

 --------------------------------------------------

 

 --------------------------------------------------

 

____________________________________________________________________________

 

 

 

გ) დანართი №V–05 ამოღებულ იქნეს;

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დეკლარირების კლასიფიკატორის (დანართი №2) „ნაწილი 2. საგადასახადო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორის“ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და სხვა ადგილების“ მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    

2

 

 

11112; 69600

 

 

 

 

20112

 

 

 

 

 

69605

 

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა

 

3

 

 

11113; 69500

 

 

20113

 

 

 

 

 

69510

 

 

 

 

69511

 

 

 

 

 

69555

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":

 

ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;

 

ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის);

 

ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. N7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი           . ებანოიძე