„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016342
  • Word
76/ნ
05/04/2012
ვებგვერდი, 06/04/2012
040030000.22.022.016342
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 76/ნ

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე -4 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელის შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №100 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ( სსმ, 168, 28/11/2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ”;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.”;

გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,წ ინამდებარე წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მიზნებს, ამოცანებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის პრინციპებს, მართვის ორგანოების სტატუსს, უფლებამოსილებებს, პერსონალის სახეებს, უფლება- მოვალეობებს, მათი დანიშვნისა და არჩევის წესს, სტუდენტთა უფლებებს, უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”;

დ) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი      ა . სეფერთელაძე