დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.136.016096 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 30 მარტი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 06 დადგენილებაში (სსმ. 13.02.2012.) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი № 1) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.“ .
2. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი № 1) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა.“ .
3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი № 2) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12, სადაც :
M – მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში – 6 ლარი;
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).
2. ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5. მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები