„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016092
  • Word
13
30/03/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
010260020.35.136.016092
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2012 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულომუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

   მუხლი 1. „ხულომუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 28 დადგენილებაში (სსმ, 52, 17.11.2010 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულi ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; .

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად; .

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის სამუშაო პროცესის ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა გამგებელთან ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.“ .

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      ნ. თავართქილაძე