დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016087 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2012 წლის 2 აპრილი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილებ ა (სსმ ვებ-გვერდი 21.10.2010 წელი, 010.260.020.35.107.016016):
1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“ .
2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, ტერიტორიის კეთილმოწყობის, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
3. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
4. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის წესების დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
6. დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
7. დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
8. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
9. გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
10. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
11. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
12. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქ-მშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
13. მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
14. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები