დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016478 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის № 669 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 111101003, 01.11.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „ საქართველოს ახალგაზრდობის სახლი (შემდეგში – სახლი).“ შეიცვალოს სიტყვებით: „ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდეგში – სასახლე).“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „სახლის“ შეიცვალოს სიტყვით: „სასახლის“;
გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სახლის“ შეიცვალოს სიტყვით: „სასახლის“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები