„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016098
  • Word
17
04/04/2012
ვებგვერდი, 06/04/2012
280120000.35.143.016098
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 17

201 2 წლის 4 აპრილი

. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის 1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილების დანართის მუხლების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“;

ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებები არიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 70 000 ქულას არ აღემატება, მაგრამ მათი სადაზღვევო პოლისი გააქტიურებული არ არის, ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70 000-150 000 ქულა), რომელთაც გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება;

გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების თანხის ოდენობა არ აღემატება 900 ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილებასა და მოცულობას (არა უმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;

დ) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ვეტერანი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).

3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:

ა.ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;

ა.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია;

ბ) კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან და მათი რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს/მოსწავლეებს – კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.

3. თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს :

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) სტუდბილეთის ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/ კოლეჯში/ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

გ) უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის/მოსწავლის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   დ. ლომიძე