„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016260
  • Word
44
04/04/2012
ვებგვერდი, 05/04/2012
010130000.22.027.016260
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 44

2012 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11 .10 .2011 წ., 010130000.22.027.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. განცხადება წარდგენილ უნდა იქნ ს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის ) შეიძლება წარდგენილ იქნეს შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. თუ არაქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის ) წარდგენილია ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, ამ დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს სააგენტო.“.

2. მე- 9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელი/გვარი – პირადობის ნეიტრალური მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. თუ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი აფხაზურ ან ოსურ ენასთან ერთად შედგენილია სხვა ენაზე, სახელი/გვარი იწერება ერთ-ერთი ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად, დაინტერესებული პირის არჩევანის გათვალისწინებით, ხოლო ასეთი არჩევანის არარსებობისას – აფხაზური ან ოსური ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

. ადეიშვილ