დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26(33), 05/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.000.631 |
საქართველოს კანონი
,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
,,ბიუჯეტების ყველა შემოსავალი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. დაუშვებელია ბიუჯეტების შემოსავლებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე.”
2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 აბზაცი:
,,ბიუჯეტების ყველა ხარჯი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე, კანონით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით. დაუშვებელია ბიუჯეტების ხარჯებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე.”.
3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
,,და აქციზური მარკების დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფარავად გათვალისწინებული სახსრებისა, რომლებიც ირიცხება ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და რომელთა ოდენობა ერთ მარკასთან მიმართებაში განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2211-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები