ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.115.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
14
28/03/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
200130000.35.115.016081
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/04/2012 - 30/04/2012)

ლენტეხ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 28 მარტი

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მ” ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  შემოღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.

2.  ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

3.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აპრილის №20 დადგენილება.

5.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. დადგენილების მოქმედების ვადა გავრცელდეს 2012 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ვ. ქურასბედიანი

 

დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის

1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ“, „გ“ „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება :

ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

    მუხლი 2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისთვის

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა)  100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;

ბ)  100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.

    მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: 

ა) სათიბებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 3.75 ლარი;

ბ) საძოვრებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 2.25 ლარი;

გ) საკარმიდამო, სახნავ და სხვა მიწის ნაკვეთებზე (კარგი და მწირი) – 56 ლარი .

2. ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 25 ლარს.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს .

    მუხლი 4. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონის დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 კვ . -ზე ლარებში

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 კვ . -ზე ლარებში (2X3)

1

2

3

4

დ. ლენტეხი

0.28

0.24

0.0672

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები

0.14

0.24

0.0336

სოფლებს შორის არეალი

0.07

0.24

0.0168

 

 

 

 

    მუხლი 5. გადასახადისგან გათავისუფლება

ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.