დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016079 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 28 მარტი
დ. ლენტეხი
„ლენტეხი ს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ V, №12 , 16.08.2 010წ.) შევიდეს ცვლილება და დადენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“ .
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“ .
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;“
4. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;
ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;
ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;“ .
5. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“ .
6. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმის წარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“ .
7. დებულების მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“.
8. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ “ ქვეპუნქტი:
„ კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
9. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 1 და 82 პუნქტი:
81. მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მომარაგება საქმიანობასათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით; საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონერების, რემონტის დაცვისა და ტექნიკური მომსახურეობის უზრუნველყოფა;
„82 . სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება; ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარლებში.“
10. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო დ.ლენტეხის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლექსურა, ბაბილი, გულიდა, კახურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში);
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო რცხმელურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: რცხმელური, გვიმბრალა, ლაღარვაში, ნაღომარი, ყვედრეში);
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ხოფურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხოფური, მაზაში, ნანარი, წიფლაკაკია, ლამანაშური);
დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ხელედის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხელედი, ბავარი, ლესემა, მანანაური, ფაყი, წანაში, ხაჩეში, ცხუმალდი);
ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ჩოლურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: თეკალი, ლეუშერი, მუწდი, დურაში, მამი, საყდარი, ტვიბი, ფანაგა, შტვილი, ჭველიერი, ჭველფი);
ვ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ჟახუნდრის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟახუნდერი, ლამფალაში, ლეკოსანდი, ლემზაგორი, ლუჯი, მებეცი, სასაში, ჩუკული, ხერია);
ზ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ჩიხარეშის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩიხარეში, ახალშენი, მარგვიში, მახაში, მელე, ნაცული, შკედი, ღობი);
თ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ცანის თემში ( სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ცანა, ზესხო, ყორულდაში).
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით. გამგებლის მიერ შემუშავებულ პროექტს საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.“
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები