დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/921 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.024.016166 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/921
2012 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1540 ბრძანებით (სსმ III, 21.09.2010 წ., №120, მუხ. 1782) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ თ”-„ ნ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ თ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
კ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების, გარდა პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, ხელშეკრულებების ხელმოწერა;
ლ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ;
მ) სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა;
ნ) სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებითა და აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, სასყიდლიანი ფორმებით სარგებლობაში ან/და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის და სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;”.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ კ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ კ) სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, სასყიდლიანი ფორმებით სარგებლობაში ან/და სასყიდლით მართვის უფლებით გადაცემის და სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ . ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები