„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 5046
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016050
  • Word
5046
28/03/2012
ვებგვერდი, 04/04/2012
000000000.00.00.016050
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №5046

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის დასაჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატების/გაუქმების ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკურ განხორციელებას;“;

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ2) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატება/გაუქმება ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 15 მარტის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი  ჯ . ებანოიძე