დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლი 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 30/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.132.016110 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 30 მარტი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლი 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე), რომელიც ამავდროულად არის ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განყოფილებას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც ამავდროულად არის განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერი.“ ;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის უფროსის მოადგილის ადგილზე არყოფნისას, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები