დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 02/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.160.016135 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №152
2012 წლის 2 აპრილი
ქ . რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, 17.09.2010 0, 40110030.35.160.016004) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე -6 მუხლის მე -8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გმოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები